ტრეინინგ-ცენტრი ELCml
ტრენინგ-ცენტრ ELCml-ის პროფესიონალი მასწავლებლები, მაღალაკადემიური ხარისხიანი სწავლება, კომფორტული და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო ცენტრის მაღალ რეპუტაციას განაპირობებს. ჩვენ მივისწრაფით სიახლისკენ და ვნერგავთ სწავლების ინოვაციურ მეთოდებს!
ELCml Oxford House College-ის პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული.
ELCml-ს ხელმძღვანელობს ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი, რომელთათვის ძირითად ღირებულებას წარმოადგენს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სისტემურობა, ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა, კონსტრუქციული თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო და კერძო სექტორებთან. ELCml-ის მიზანია ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში მოკრძალებული წვლილის შეტანა, პროფესიული მომზადების სისტემის განვითარების ხელშეწყობა, განათლებული და მოაზროვნე თაობების აღზრდა და სათანადო უნარ-ჩვევებით აღჭურვა.
ELCml-ი წარმატებით ახორციელებს კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასევე, შემსწავლელებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ბრიტანელი სპეციალისტების მეშვეობით Oxford House College-ის ლონდონის, ოქსფორდის, სტრედფორდ-აფონ-ეივონის ფილიალებში დაეუფლონ სასერთიფიკატო პროგრამებს. ამასთან, ინგლისური ენის მასწავლებლებს ეძლევათ კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიონალებად ჩამოყალიბების, პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარების და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის შეძენის შესაძლებლობა.
ტრენინგ-ცენტრი ELCml-ი მუდმივად ზრუნავს აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდისთვის, ამაყობს თავისი მიღწევებით და შესწევს უნარი მაღალი პროფესიონალიზმით შეასრულოს აღებული ვალდებულებები.








