/ ჩვენ შესახებ

ტრენინგ-ცენტრ ELCML-ის პროფესიონალი მასწავლებლები, მაღალაკადემიური ხარისხიანი სწავლება, კომფორტული და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო ცენტრის მაღალ რეპუტაციას განაპირობებს. ჩვენ მივისწრაფით სიახლისკენ და ვნერგავთ სწავლების ინოვაციურ მეთოდებს!

ELCML Oxford House College-ის პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული.

ELCML-ს ხელმძღვანელობს ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი, რომელთათვის ძირითად ღირებულებას წარმოადგენს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სისტემურობა, ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა, კონსტრუქციული თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო და კერძო სექტორებთან. ELCML-ის მიზანია ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში მოკრძალებული წვლილის შეტანა, პროფესიული მომზადების სისტემის განვითარების ხელშეწყობა, განათლებული და მოაზროვნე თაობების აღზრდა და სათანადო უნარ-ჩვევებით აღჭურვა.

ELCML-ი წარმატებით ახორციელებს კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასევე,  შემსწავლელებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ბრიტანელი სპეციალისტების მეშვეობით Oxford House College-ის ლონდონის, ოქსფორდის, სტრედფორდ-აფონ-ეივონის ფილიალებში დაეუფლონ სასერთიფიკატო პროგრამებს. ამასთან, ინგლისური ენის მასწავლებლებს ეძლევათ კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიონალებად ჩამოყალიბების, პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარების და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის შეძენის შესაძლებლობა.

ტრენინგ-ცენტრი ELCML-ი მუდმივად ზრუნავს აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდისთვის, ამაყობს თავისი მიღწევებით და შესწევს უნარი მაღალი პროფესიონალიზმით შეასრულოს აღებული ვალდებულებები.

  • Print

გახდი წარმატებული ჩვენთან ერთად!

შეარჩიეთ სასურველი პროგრამა , გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
და დაიწყეთ გზა წარმატებისკენ!

დარეგისტრირდი დღესვე!

შემოგვიერთდი

© 2013 LLC ELCml International

Created By CIRCLE