/ კომუნიკაციის ხელოვნება

თუ გსურთ დაეუფლოთ კამერის წინ და რადიოში ეფექტური ინტერვიუს მიცემის ტექნიკას;

თუ გსურთ მოემზადოთ ინტერვიუს წარმატებით მისაცემად;

თუ გსურთ აწარმოოთ ეფექტური საქმიანობა PR-ის სფეროში;

თუ გსურთ ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ტექნიკის, საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება - ეს ტრეინინგ-პროგრამა თქვენთვისაა განკუთვნილი.

ა(ა)იპ ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის“ იწყებს სპეციალურ ტრეინინგ-პროგრამას ,,კომუნიკაციის ხელოვნება“.

ტრეინინგ-პროგრამა განკუთვნილია:
• ვისაც ხშირად უხდება ინტერვიუს მიცემა;
• ვისაც სურს ინტერვიუს მიცემისას თვითკონტროლის ტექნიკის შემუშავება;
• ვისაც სურს კომუნიკაციის თანამედროვე მეთოდების, ტექნოლოგიების, ფსიქოლოგიური ასპექტებისა და საკვანძო ელემენტების შესწავლა.

ტრეინინგ-პროგრამა შედგება 3 ნაწილისაგან:
• ვოკალური პედაგოგიკა;
• კამერასთან მუშაობა;
• მედიასთან თანამშრომლობა.

ტრეინინგ-პროგრამა შედგება შემდეგი ელემენტებისაგან:
• ეფექტური კომუნიკაციის მეთოდები;
• ურთიერთობის ბარიერები და მათი გადალახვის გზები;
• ლოგიკური მსჯელობა, არგუმენტაციისა და კონტრარგუმენტაციის მეთოდები;
• საუბრის ეფექტურად დაწყება;
• საუბრის მანერის დახვეწა (ხმის ტემბრი და სიმაღლე, ხმის ინტონაცია (თბილი, ცივი), ტემპი (მონოტნური, დინამიური) და ა.შ.;
• სიტყვებისა და ფრაზების მრავალჯერ გამეორების თავიდან აცილება;
• ერთი თემიდან მეორეზე ლოგიკურად გადასვლა;
• შესატყვისი ლექსიკის გამოყენება;
• ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის ხელის შემწყობი და ხელის შემშლელი ფაქტორები; 
• ჟესტიკულაცია - სხეულის ენა და მისი მახასიათებლები; 
• მხედველობითი კონტაქტი;
• ტიპიური შეცდომები ინტერვიუს მიცემისას;
• ემოციების მართვა: შიში, ბრაზი, წყენა, შური, სტრესი და სხვა.

ტრეინინგ-პროგრამას უძღვებიან მაღალ კვალიფიციური სპეციალისტები ჟურნალისტიკის, პიარის, მედიისა და თეატრალური სამსახიობო სფეროდან.

კურსის ხანგრძლივობა: 16 სთ. (ერთი თვე).

კურსის ღირებულება: 150 ლარი.

სალექციო კურსი დიწყება 2014 წლის 01 დეკემბერს.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. 

ტრეინინგ-პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

ტრეინინგ-ცენტრი ELCML გისურვებთ წარმატებებს კარიერაში ! 

  • Print

გახდი წარმატებული ჩვენთან ერთად!

შეარჩიეთ სასურველი პროგრამა , გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
და დაიწყეთ გზა წარმატებისკენ!

დარეგისტრირდი დღესვე!

შემოგვიერთდი

© 2013 LLC ELCml International

Created By CIRCLE