/ საქართველოს ახალგაზრდული დელეგაცია ჟენევასა და სტრასბურში გაემგზავრა

2014 წლის 04 ნოემბერს, გამთენიისას საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდების დელეგაცია ა(ა)იპ „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ ხელმძღვანელობით ჟენევასა და სტრასბურგში გაემგზავრება.

ევროსაბჭოსთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ საქართველოს მთავრობამ გამოსცა ბრძანება განათლების სისტემის დაწესებულებების მხრიდან (მათ შორის სკოლებმა) სხვადასხვა აქტივობებით ევროპული ღირებულებების გათავისებასა და ევროსაბჭოს მუშაობის პრინციპების გაცნობის ხელის შეწყობის შესახებ. ჟენევასა და სტრასბურგში დაგეგმილი სასწავლო-შემეცნებითი ტური სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას (The European Court of Human Rights (ECtHR), მოისმინონ ლექციები ევროპული კონვენციით დაფუძნებული საერთაშორისო სასამართლოში საჩივრის შეტანის პროცედურის შესახებ; ევროსაბჭოს პოლიტიკური როლის შესახებ, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის, ასევე ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუდმივი წარმომადგენლობის როლისა და ამოცანების შესახებ.

დელეგაცია საქართველოში მიმდინარე წლის 12 ნოემბერს დაბრუნდება.

  • Print

გახდი წარმატებული ჩვენთან ერთად!

შეარჩიეთ სასურველი პროგრამა , გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
და დაიწყეთ გზა წარმატებისკენ!

დარეგისტრირდი დღესვე!

შემოგვიერთდი

© 2013 LLC ELCml International

Created By CIRCLE