/ რუსული ენის კურსები

ტრეინინგ-ცენტრი "ELCml"-ი გთავაზობთ მაღალი ხარისხით, შედეგებზე ორიენტირებულ მომზადებას რუსულ ენაში უახლესი პროგრამით ,,Дорога в Россию“.

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი კლასის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის. ასევე განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დროის მოკლე მონაკვეთში შეისწავლოს რუსულ ენაზე თავისუფლად საუბარი.

კურსი მოიცავს გრამატიკის და ლექსიკის შესწავლას: 

• წერის, 
• კითხვის, 
• მეტყველების, 
• გამოთქმისა და მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარებას.

მეცადინეობისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული მასალა, სტატიები აქტუალურ თემებზე, ფილმები, ტესტები, ვიდეო და აუდიო გაკვეთილები.

სწავლებისას ყურადღება ეთმობა წერის, კითხვის, კომუნიკაციის აუცილებელი უნარ-ჩვევების - მეტყველების, გამოთქმის და მოსმენის უნარის გამომუშავებას. სასწავლო კურსი მიზნად ისახავს ლექსიკის გამდიდრებას.

პროგრამა ,,Дорога в Россию“ მოიცავს სამ საფეხურიან კომპლექსურ სწავლებას:

• ელემენტარული
• საბაზო
• სპეციალიზირებული

ELCml-ში სასწავლო კურსის უპირატესობაა:

• სწავლება მიმდინარეობს არარუსულენოვან მსმენელთათვის შემუშავებული მეთოდით;
• სწავლებისას გამოიყენება რუსული ენის უახლესი სახელმძღვანელოები;
• სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული მასალები, ტესტები და სავარჯიშოები.
• მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით;
• გაკვეთილები ტარდება მცირერიცხოვან ჯგუფებში (3-5) კაცი, ასევე ინდივიდუალურად;
• გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1,5 საათი.

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 3-ჯერ - დღის და საღამოს საათებში (განრიგი შეთანხმდება მსმენელთან).

სასწავლო კურსის ღირებულება ინდივიდუალურად: 160 ლარი, ჯგუფი - 80ლარი.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

მიმდინარეობს რეგისტრაცია!

გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციის  ფორმა  ან დაგვიკავშირდეთ ოფისის მისამართზე.

ტრეინინგ-ცენტრი ELCML გისურვებთ წარმატებებს კარიერაში !

  • Print

გახდი წარმატებული ჩვენთან ერთად!

შეარჩიეთ სასურველი პროგრამა , გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
და დაიწყეთ გზა წარმატებისკენ!

დარეგისტრირდი დღესვე!

შემოგვიერთდი

© 2013 LLC ELCml International

Created By CIRCLE