/ ევროსაბჭოს სესიები

ა(ა)იპ “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობას სასწავლო-შემეცნებითი პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს.

არასამთავრობო ორგანიზაციას 2010 წლიდან არაერთი საერთაშორისო პროექტი და კულტურულ–საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა აქვს განხორციელებული ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში. ორგანიზაციის  საქმიანობის ერთერთი პრიორიტეტია  პერსპექტიული, ნიჭიერი, მიზანდასახული და შესაბამისი უნარის მქონე  ახალგაზრდების საზოგადოებაში წარმოჩენა და ხელის შეწყობა. 

ევროსაბჭოსთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ საქართველოს მთავრობამ გამოსცა ბრძანება განათლების სისტემის დაწესებულებების მხრიდან (მათ შორის სკოლებმა) სხვადასხვა აქტივობებით ევროპული ღირებულებების გათავისებასა და ევროსაბჭოს მუშაობის პრინციპების გაცნობის ხელის შეწყობის შესახებ.  სტრასბურგში დაგეგმილი სასწავლო-შემეცნებითი ტური სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას (The European Court of Human Rights (ECtHR), მოისმინონ ლექციები ევროპული კონვენციით დაფუძნებული საერთაშორისო სასამართლოში საჩივრის შეტანის პროცედურის შესახებ;  ევროსაბჭოს პოლიტიკური როლის შესახებ, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის როლისა და ამოცანების შესახებ.

სასწავლო-შემეცნებითი პროგრამაში მონაწილეობა გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ საერთაშორისო პროექტის მონაწილე, რომელიც საფრანგეთში (ქ.სტრასბურგი) ვიზიტის გარდა მოიცავს გერმანიასა და შვეიცარიაში ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერებას.

საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა გაძლევთ შესაძლებლობას:

· დაესწროთ ევროსაბჭოში გამართულ სესიებს;

· მოისმინოთ ლექცია ევროსაბჭოს პოლიტიკური როლის შესახებ;

· გაეცნოთ  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას(The European Court of Human Rights (ECtHR);

· მოისმინოთ ლექცია ევროპული კონვენციით  დაფუძნებული საერთაშორისო სასამართლოში საჩივრის შეტანის პროცედურის შესახებ;

· მოისმინოთ ლექცია ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის   

როლისა და ამოცანების შესახებ;

· გაიღრმავოთ ცოდნა;

· შეიძინოთ გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში;

· აიუმჯობესოთ მოლაპარაკებისა და საჯაროდ გამოსვლების უნარები;

· წარმოაჩინოთ ლიდერის უნარ-ჩვევები;

· მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება.

ძირითადი მოთხოვნები:

ასაკი : 11-დან - 16-მდე;  16-დან –  25 წლამდე;
ინგლისური ენის ფლობა;
ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
სწავლისა და განვითარებაზე ორიენტირებული;
წინსვლის წურვილი;
მიზანდასახულობა და ენერგიულობა;
გუნდურობა.

პროექტში მონაწილეობის სრული ღირებულება: 490 ევრო.

აღნიშნულ ღირებულებაში შედის:

· ვიზიტებში მონაწილეობის მიღება;

· კვების და საცხოვრებლის ხარჯები (ერთჯერადი კვება)

· კულტურული ტურების ხარჯები შვეიცარიასა და გერმანიაში;

· პროგრამაში მონაწილეობის საერთაშორისო სერთიფიკატი;

· საორგანიზაციო ხარჯები.

პროგრამის ხანგძლივობა შეადგენს:  5-6 დღე.

პროგრამის განხორციელების დრო:  მარტი, 2015წ.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება მოთხოვნებს და გსურთ სასწავლო-შემეცნებითი პროგრამის  ფარგლებში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე კონფენენციებსა და სემინარებში მონაწილეობა, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

ტრეინინგ-ცენტრი ELCML გისურვებთ წარმატებებს კარიერაში ! 

  • Print

გახდი წარმატებული ჩვენთან ერთად!

შეარჩიეთ სასურველი პროგრამა , გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
და დაიწყეთ გზა წარმატებისკენ!

დარეგისტრირდი დღესვე!

შემოგვიერთდი

© 2013 LLC ELCml International

Created By CIRCLE