/ ზოგადი ინგლისური ენა

ეტაპები და დონეები:                                                                  

ზოგადი ინგლისური ენის კურსები შედგება ენის შესწავლის სამი ძირითადი: დამწყები, საშუალო და უმაღლესი ეტაპისაგან. დამწყები და საშუალო ეტაპები იყოფა ქვე-დონეებად: დამწყები: Beginner, Elementary საშუალო: Pre-intermediate, Intermediate, Upper Intermediate უმაღლესი: Advanced

დონის განსაზღვრა:

ინგლისური ენის შესწავლის მსურველების დონის განსაზღვრა ხდება ტესტირებისა (Placement Test) და გასაუბრების შედეგად.

სწავლების მეთოდები:

ტრეინინგ ცენტრ ELCml-ში შემუშავებული პროგრამა ეყრდნობა ინგლისური ენის შესწავლის ყველაზე ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდიკას, რომელიც მოიცავს ოთხივე ენობრივი ასპექტის (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) განვითარებასა და ჩამოყალიბებას. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს თანამედროვე აშშ-ი აპრობირებული მეთოდებით, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლების პროცესში, რაც ხელს უწყობს კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

კურსების ხანგრძლივობა:

სასწავლო მასალის სირთულისა და მოცულობიდან გამომდინარე ინგლისური ენის კურსების ხანგრძლივობა შემდეგი დონეების მიხედვით განისაზღვრება:

Beginner, Elementary – 3 თვე, 36 გაკვეთილი
Pre-intermediate, Intermediate, Upper Intermediate – 4 თვე, 48 გაკვეთილი
Advanced - 5 თვე, 60 გაკვეთილი

სწავლების საფასური და გადახდის წესები:

ELCml-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ერთი გაკვეთილის ღირებულება ყველა  დონისთვის ჯგუფში შეადგენს  5 (ხუთი) ლარს, ხოლო ინდივიდუალური მეცადინეობისთვის — 20 (ოცი) ლარს. შემსწავლელების რაოდენობა ჯგუფში — 6-8  მოსწავლე. გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით წინასწარ. სწავლის საფასურში არ შედის სახელმძღვანელოს ღირებულება.

მიმდინარეობს რეგისტრაცია!

გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციის  ფორმა  ან დაგვიკავშირდეთ ოფისის მისამართზე.

ტრეინინგ-ცენტრი ELCML გისურვებთ წარმატებებს კარიერაში !

  • Print

გახდი წარმატებული ჩვენთან ერთად!

შეარჩიეთ სასურველი პროგრამა , გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
და დაიწყეთ გზა წარმატებისკენ!

დარეგისტრირდი დღესვე!

შემოგვიერთდი

© 2013 LLC ELCml International

Created By CIRCLE