/ "საქართველო ფოკუსში"

ა(ა)იპ “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის“ და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან ერთად ორგანიზებას უწევს პროექტს „ხელოვნება მშვიდობისათვის“.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ცხადდება ფოტო-კონკურსი “Infocus Georgia for Peace -- საქართველო ფოკუსში მშვიდობისათვის“ მოსწავლე–ახალგაზრდებს შორის (მათ შორის საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან). გამოფენისთვის განკუთვნილი ფოტოები გაივლიან წინასაკონკურსო შერჩევას და სპეციალურად დანიშნული ჟიურის მიერ გამოვლენილ იქნებიან გამარჯვებული კონკურსანტები. 
პროექტის ,,ხელოვნება მშვიდობისათვის“ ფარგლებში შერჩეული 15 საუკეთესო ფოტო მიმდინარე წლის ივნისის თვეში გამოიფინება გაერთიანებული ერების ,საქრთველოს წარმომადგენლობის ოფისის საგამოფენო სივრცეში, თბილისში და შემდგომ ჟენევაში, შვეიცარია. (გამოფენასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს საგარეო საქმეთა სამინისტრო)

კონკურსის მოთხოვნები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოყვარულ, ან ფოტოგრაფიით დაინტერესებულ ნებისმიერ, საქართველოში მცხოვრებ პირებს,16 წლის ასაკიდან . მათ შორის საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან.

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო მოთხოვნები:

1. საკონკურსო ფოტო შინაარსობრივად ასოცირებული უნდა იყოს კონკურსის თემასთან. 
2. საკონკურსო ფოტო არ უნდა შეიცავდეს ეროვნული სიმბოლიკის შემცველ კადრებს.
3. კონკურსში არ დაიშვება ფოტოები, რომლის შინაარსიც შეცვლილია გრაფიკული პროგრამების საშუალებით;
4. კონკურსზე დაიშვება მაღალი რეზოლუციის ფოტოები (მინიმუმ 2000/3000 პიქსელი) და არ უნდა იყოს მობილური ტელეფონის ფოტო კამერით გადაღებული.
5. საკონკურსო ფოტოზე საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს წარმომდგენ კონკურსანტს;
6. კონკურსანტმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს ფოტო ნამუშევარი/ნამუშევრები შემდეგი ელ-ფოსტის მეშვეობით: infocusgeorgia@gmail.com არაუგვიანეს 2015 წლის 15 მაისისა.სათაურში მიუთითეთ კონკურსის სახელწოდება და დაურთეთ მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ

ფოტო-კონკურსის ორგანიზატორები:

ა(ა)იპ “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის“;

პროექტის მხარდამჭერი: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ფოტოკლუბი: Boke.ge www.bokeseminars.ge da სტუდია გრაფი www.grafstudio.ge

გისურვებთ წარმატებებს!

  • Print

გახდი წარმატებული ჩვენთან ერთად!

შეარჩიეთ სასურველი პროგრამა , გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
და დაიწყეთ გზა წარმატებისკენ!

დარეგისტრირდი დღესვე!

შემოგვიერთდი

© 2013 LLC ELCml International

Created By CIRCLE