/ სწავლა ბრიტანეტში

2011 წლის 1 აგვისტოს ტრეინინგ-ცენტრ ELCml–სა და Oxford House College-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ELCml-ის შემსწავლელებს გახდნენ Oxford House College-ის კურსდამთავრებულები და დაეუფლონ სასერთიფიკატო და სადიპლომო პროგრამებს.

ასევე, ინგლისური ენის მასწავლებლებს ეძლევათ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებად ჩამოყალიბების, პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარების და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის შეძენის შესაძლებლობა.

Oxford House College-ის ლონდონის, ოქსფორდის და ასევე სტრედფორდის ფილიალებში 13 წლის და მეტი ასაკის მსმენელები წამყვანი ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ორი კვირის განმავლობაში გაიღრმავებენ ინგლისური ენის ცოდნას. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს თანამედროვე ბრიტანული სასწავლო და მეთოდური მასალების და ასევე აუდიო-ვიდეო ტექნიკის გამოყენებით, რომლის საშუალებითაც მსმენელები ყოველდღიურად გაიუმჯობესებენ წერის, კითხვის, საუბრის და მოსმენის უნარ-ჩვევებს, გაიმდიდრებენ ლექსიკას, გრამატიკის ცოდნას, შეიძენენ პრაქტიკულ და საჭირო სიტყვათა მარაგს.

რატომ Oxford House College?

Oxford House College-ში მეცადინეობა წარმოებს ჯგუფებში ენის ფლობის დონის მიხედვით და ძირითადი სახელმძღვანელოების გარდა მსმენელებს გადაეცემათ დამატებითი ლიტერატურაც.

სწავლების მინიმალური ხანგრძლივობა  შეადგენს ორ კვირას (30 საათი).  სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ტესტირების საფუძველზე მსმენელებს გადაეცემათ კურსის გავლის სერთიფიკატი.

სასწავლო კურსის ღირებულება შეადგენს 980 ფუნტს.

ღირებულებაში შედის:

საუკეთესო საცხოვრებელი და სასწავლო პირობები (მასპინძელი ოჯახი, twin share, ერთჯერადი კვება)
კურსზე რეგისტრაციის გადასახადი; სასწავლო ჯგუფებში გასანაწილებელი ტესტირება
სასწავლო კურსის ღირებულება (30 საათი); სასწავლო მასალები
ლონდონის ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება

მიმდინარეობს რეგისტრაცია!

გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციის  ფორმა  ან დაგვიკავშირდეთ ოფისის მისამართზე.

ტრეინინგ-ცენტრი ELCML გისურვებთ წარმატებებს კარიერულ წინსვლაში!

  • Print

გახდი წარმატებული ჩვენთან ერთად!

შეარჩიეთ სასურველი პროგრამა , გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
და დაიწყეთ გზა წარმატებისკენ!

დარეგისტრირდი დღესვე!

შემოგვიერთდი

© 2013 LLC ELCml International

Created By CIRCLE