/ წარმატებული კარიერისთვის

ტრეინინგ-ცენტრი ELCml გთავაზობთ ტრეინინგ პროგრამას CV, რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის წერის და გასაუბრების ტექნიკები

ტრეინინგ პროგრამა მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებელს მიაწოდოს ძირითადი ინფორმაცია (CV), რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის შედგენისა და გასაუბრების ტექნიკის უნარ–ჩვევების გამომუშავება–დახვეწის შესახებ.

სამუშაოს  ძებნის  ტექნიკა

უმუშევრობა თანამედროვე საზოგადოებრიობის ყველაზე აქტუალური პრობლემაა. უმუშევრობის გამომწვევ მიზეზებს შორის ერთ-ერთია ვაკანსიისა და სამუშაოს მაძიებლის ოპერატიულად დაკავშირების პრობლემა. ეს უკანასკნელი ხშირად სამუშაოს მაძიებლის პასიურობას, სამუშაოს ძებნისა და თვითპრეზენტაციის უნარების არარსებობას ან განუვითარებლობას უკავშირდება.

თანამედროვე, დინამიურ და მაღალკონკურენტულ შრომის ბაზარზე თვითდამკვიდრება საკმაოდ რთულია და სამუშაოს მაძიებლის მხრიდან მაღალ აქტიურობას, სამუშაოს ძებნის გზების, შესაბამისი დოკუმენტების შედგენის, გასაუბრების ტექნიკის, ქცევის წესების და ა.შ. ცოდნას მოითხოვს. ქვემოთ შემოთავაზებული რეკომენდაციები დაეხმარება სამუშაოს მაძიებელს აღნიშნული უნარების განვითარებაში.

ათი  ზოგადი რჩევა სამუშაოს მაძიებელს

სანამ შეუდგებით სამუშაოს ძებნას, ობიექტურად შეაფასეთ თქვენი ძლიერი და  სუსტი მხარეები. ჩამოყალიბდით, როგორი სამუშაო გინდათ და რისი შესრულება შეგიძლიათ.
დარწმუნდით, რომ მოცემულ მომენტში მზად ხართ მუშაობის დასაწყებად;
გამოიყენეთ სამსახურის მოძებნის ყველა მეთოდი და საშუალება;
კარგად გაეცანით მომავალი სამუშაოს (ვაკანსიის) შინაარსს და იმ მოთხოვნებს, რომლებსაც იგი უყენებს მომუშავეს;
სწორად შეადგინეთ რეზიუმე (CV). გახსოვდეთ, ის ქმნის პირველ შთაბეჭდილებას თქვენს შესახებ;
მოიპოვეთ და გააანალიზეთ ინფორმაცია იმ ორგანიზაციის  შესახებ, სადაც აპირებთ მუშაობის დაწყებას;
სათანადოდ მოემზადეთ გასაუბრებისთვის;
გასაუბრების დროს ეცადეთ მშვიდად, ზედმეტი მღელვარების გარეშე მოახდინოთ თვითპრეზენტაცია და წარმოაჩინოთ თქვენი დადებითი მხარეები;
თქვენი შესაძლებლობების გამოსავლენად და შესამოწმებლად შესთავაზეთ ორგანიზაციაში მუშაობა თუნდაც რამდენიმე დღით;
სამუშაოზე მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვიტოთ სხვა სამუშაოს ძებნა.  თუ თქვენ არ იაქტიურეთ, ვერ შეძლებთ თქვენთვის სასურველი სამუშაო ადგილის პოვნას!

რა არ არის სასურველი რეზიუმეში:

არ უნდა იყოს თქვენი პირადი ცხოვრების აღწერა;  არ წამოწიოთ წინა პლანზე  სუსტი მხარეები; 
არ ასახოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა;
არ მიუთითოთ შრომის ანაზღაურება;
არ იყოს ორაზროვანი და გაუგებარი სიტყვები.

სრული კურსის ხანგრძლივობა: 7 ლექცია (10 საათი).

სრული კურსის ღირებულება: 50 ლარი (ღირებულებაში შედის სასწავლო მასალების და სერტიფიკატის ხარჯები).

მიმდინარეობს რეგისტრაცია!

გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციის  ფორმა  ან დაგვიკავშირდეთ ოფისის მისამართზე.

ტრეინინგ-ცენტრი ELCml გისურვებთ წარმატებებს კარიერულ წინსვლაში!

  • Print

გახდი წარმატებული ჩვენთან ერთად!

შეარჩიეთ სასურველი პროგრამა , გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
და დაიწყეთ გზა წარმატებისკენ!

დარეგისტრირდი დღესვე!

შემოგვიერთდი

© 2013 LLC ELCml International

Created By CIRCLE