/ გაეროს სესიები ნიუ-იორკში

"ახალგაზრდული ასამბლეა გაეროში, ნიუ-იორკი"

წარმატებულ დელეგატებს არასამთავრობო ორგანიზაცია პროგრამის ხარჯების 30% დაუფინანსებს.

ა(ა)იპ ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის” წარმატებული კარიერის შექმნის კიდევ ერთ უნიკალურ შესაძლებლაბას გაძლევთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე ხუთი წელია საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდების მონაწილეობით წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.

2015 წლის თებერვლალში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველაზე წარმატებული ღონისძიება - ,,ახალგაზრდული ასამბლეა გაერო-ში“ გაიმართება, რომლის მონაწილე თქვენც გახდებით. 

საქართველოს დელეგაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალგაზრდულ ასამბლეაზე ა(ა)იპ „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ ხელმძღვანელობით გაემგზავრება. საქართელოდან წარდგენილი მოსწავლე-ახალგაზრდები, გაერო-ს სესიებზე დელეგატების სტატუსით მიიღებენ მონაწილეობას.

ორგანიზაციის საქმიანობის ერთერთი ძირითადი მიმართულებაა პერსპექტიული, ნიჭიერი, მიზანდასახული და შესაბამისი უნარის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში წარმოჩენა და ხელის შეწყობა.

საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა გაძლევთ შესაძლებლობას:

გაიღრმავოთ ცოდნა და შეიძინოთ გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში;
გაიუმჯობესოთ მოლაპარაკებისა და საჯაროდ გამოსვლების უნარები;
გაიცნოთ გაერო-ს სტრუქტურას;
გაიცნოთ გაერო–ს მუშაობის მეთოდები და პრინციპები;
მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება;
გაიცნოთ და დაამყაროთ კონტაქტი გაერო-ს წევრი სახელმწიფოების ახალგაზრდა ლიდერებებთან.


ძირითადი მოთხოვნები:

· ასაკი : 15-დან – 21 წლამდე; 21-დან - 26 წლამდე;
· ინგლისური ენის ფლობა;
· საჯაროდ სიტყვით გამოსვლა და დისკუსიის წარმართვის უნარი;
· ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
· გუნდურობა;
· განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები;

პროექტში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს:

3200 აშშ დოლარს 24 ნოემბრამდე დარეგისტრირებულთათვის;
3400 აშშ დოლარს 15 დეკემბრამდე დარეგისტრირებულთათვის.

აღნიშნულ ღირებულებაში შედის:

· საცხოვრებელი (ერთჯერადი კვებით)
· მგზავრობის ხარჯები
· ვიზის მოსაკრებელი და დაზღვევა;
· მოსამზადებელი ტრენინგები საქართველოში;
· შიდა ტრანსპორტირება პროგრამის განმავლობაში;
· პროგრამაში მონაწილეობის საერთაშორისო სერთიფიკატი;
· ნიუ-ორკის ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება;
· საორგანიზაციო ხარჯები.

პროექტის ჩატარების ადგილი: ნიუ-იორკი.

პროექტის ხანგრძლივობა: 8-9 დღე მგზავრობის ჩათვლით.

,,ახალგაზრდული ასამბლეა გაერო-ში“ დელეგაციის წევრთა რაოდენობა შეზღუდულია. დელეგატთა შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. 

ტესტირებისა და გასაუბრების შედეგად გამოვლენილ სამ ყველაზე წარმატებულ დელეგატს არასამთავრობო ორგანიზაცია პროგრამის ხარჯების 30% დაუფინანსებს.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება მოთხოვნებს და გსურთ პროექტში - ,,ახალგაზრდული ასამბლეა გაერო-ში“ მონაწილეობა, შეავსეთ და გამოაგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა .

ტრეინინგ-ცენტრი ELCML გისურვებთ წარმატებებს კარიერაში! 

  • Print

გახდი წარმატებული ჩვენთან ერთად!

შეარჩიეთ სასურველი პროგრამა , გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
და დაიწყეთ გზა წარმატებისკენ!

დარეგისტრირდი დღესვე!

შემოგვიერთდი

© 2013 LLC ELCml International

Created By CIRCLE