/ ვაკანსია

ტრეინინგ-ცენტრი ELCML აცხადებს კონკურსს ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობაზე. შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში
ენის სწავლების მინიმუმ ერთი წლის სამუშაო გამოცდილება
კომუნიკაბელურობა
საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
სასურველია ფლობდეს რუსულ ენას

შესაბამისი გამოცდილების მქონე დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ფოტოსურათით ელ-ფოსტის მისამართზე: elcmlvacancy@gmail.com

ტრეინინგ-ცენტრის ადმინისტრაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

სასარგებლო ინფორმაცია რეზიუმეს (CV) შესადგენად:

რეზიუმე არ უნდა აღემატებოდეს 1-2 გვერდს და უნდა შედგებოდეს  შემდეგი ბლოკებისგან:

პერსონალური ინფორმაცია;
სახელი, გვარი;
მისამართი, ტელეფონი (ქვეყნისა და ქალაქის კოდის მითითებით);
დაბადების ადგილი და თარიღი;
ელექტრონული ფოსტა;
განათლება (დაიწყეთ სკოლის დამთავრების შემდგომი ეტაპიდან; მიუთითეთ პროფესიული სასწავლებელი, ფაკულტეტი და სპეციალობა; სასწავლებლის დამთავრების თვე და წელი; არ  შეამოკლოთ უნივერსიტეტის, კოლეჯის, ტექნიკუმის და ა.შ. დასახელება; არ მოგერიდოთ და აუცილებლად აღნიშნეთ ’’წითელი დიპლომის’’, სიგელების, სტაჟირების, სამეცნიერო ხარისხის და ა.შ. შესახებ (რა თქმა უნდა, ასეთების არსებობის შემთხვევაში). გახსოვდეთ, ინფორმაცია თქვენი პროფესიული განათლების შესახებ რაც შეიძლება დეტალური უნდა იყოს;
სამუშაო გამოცდილება;
ორგანიზაციის დასახელება სრულად;
მუშაობის ხანგრძლივობა;
რას საქმიანობდით კონკრეტულ ორგანიზაციაში (თქვენი თანამდებობა; განყოფილება, სადაც მუშაობდით; მოვალეობები; მიღწევები). განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ვაკანსიასთან დაკავშირებულ კომპეტენციებსა და საქმიან გამოცდილებაზე.
სპეციალური (დამატებითი) ჩვევები;
ენების ცოდნა;
ტრენინგები;
კომპიუტერული პროგრამები;
მართვის მოწმობა;
განსაკუთრებული უნარები; ჰობი;
რეკომენდაცია (მოთხოვნის შემთხვევაში); (სრულად იწერება ’’რეკომენდატორების’’ სახელი, გვარი, თანამდებობა, სამუშაო ადგილი და საკონტაქტო ინფორმაცია. როგორც წესი, რეკომენდატორი უნდა იყოს სულ ცოტა ორი, ისიც  ხელმძღვანელებიდან და არა იმავე თანამდებობის პირებიდან, რა თანამდებობაც თქვენ გიკავიათ ან გეკავათ).

ტრეინინგ-ცენტრი ELCML გისურვებთ წარმატებებს კარიერაში ! 

  • Print

გახდი წარმატებული ჩვენთან ერთად!

შეარჩიეთ სასურველი პროგრამა , გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
და დაიწყეთ გზა წარმატებისკენ!

დარეგისტრირდი დღესვე!

შემოგვიერთდი

© 2013 LLC ELCml International

Created By CIRCLE