/ "თეთრი წიგნი"

ა(ა)იპ „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ იწყებს საგანმანათლებლო საკონკურსო პროექტს "თეთრი წიგნი" და გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას მოახდინოთ თქვენი ცოდნისა და უნარების რეალიზება! 

გამოიყენეთ შანსი და თქვენი წვლილი შეიტანეთ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ერთერთი პრიოროტეტია პერსპექტიული, ნიჭიერი, მიზანდასახული, შესაბამისი უნარის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში წარმოჩენა, განათლებული და მოაზროვნე თაობების აღზრდა და ხელის შეწყობა.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა თაობა გაეცნოს ამერიკელი მწერალის რეი ბრედბერის შემოქმედებას, რომელიც ფანტასტიკისა და ანტიუტოპიური ჟანრის ნაწარმოებებით გამოირჩევა - „451 ფარენჰეიტი“ და „მარსის ქრონიკები“.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ევალებათ თარგმნონ რეი ბრედბერის ნოველა “All Summer in a Day” ქართულ ენაზე.

კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს 16-დან – 25 წლამდე ასაკის საქართელოს მოქალაქეს. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა თარგმნილი მოთხრობა უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2014 წლის 25 ნოემბრის 18:00 საათისა, არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში (მის.: ქ. თბილისი, გ.ტაბიძის ქ. 3/5, VI სადარბაზო, III სართული). 

თარგმნილი ნოველა წარმოდგენილი უნდა იქნეს CD დისკზე ამობეჭდილ მასალასთან ერთად. 

გამარჯვებული თარგმანის ავტორს გადაეცემა ფასიანი საჩუქარი, „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ დაწესებული სპეციალური პრიზი და სერტიფიკატი. 

კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება 2014 წლის 20 დეკემბერს.

არასამთავრობო ორგანიზაცია იტოვებს უფლებას ნათარგმნი ნაწარმოების გამოცემა გაყიდვაზე.

ტრეინინგ-ცენტრი ELCML გისურვებთ წარმატებებს კარიერაში ! 

  • Print

გახდი წარმატებული ჩვენთან ერთად!

შეარჩიეთ სასურველი პროგრამა , გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
და დაიწყეთ გზა წარმატებისკენ!

დარეგისტრირდი დღესვე!

შემოგვიერთდი

© 2013 LLC ELCml International

Created By CIRCLE