/ ევროსაბჭოს სესიები სტრასბურგში

ა(ა)იპ მრავალეროვანისაქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობას, პროგრამის „ევროსაბჭოს სესიები სტრასბურგში“ ფარგლებში, აძლევს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონფენენციებსა და სემინარებში.

არასამთავრობო ორგანიზაციას 2010 წლიდან არაერთი საერთაშორისო პროექტი და კულტურულ–საგანმანათლებლო პროგრამა აქვს განხორციელებული ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში. ორგანიზაციის საქმიანობის ერთერთი პრიორიტეტია პერსპექტიული, ნიჭიერი, მიზანდასახული და შესაბამისი უნარის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში წარმოჩენა და ხელის შეწყობა.

საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა გაძლევთ შესაძლებლობას:

დაესწროთ ევროსაბჭოში გამართულ სესიებს;
მოისმინოთ ლექცია ევროსაბჭოს პოლიტიკური როლის შესახებ;
გაეცნოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას (The European Court of Human Rights (ECtHR);
მოისმინოთ ლექცია ევროპული კონვენციით დაფუძნებული საერთაშორისო სასამართლოში საჩივრის შეტანის პროცედურის შესახებ;
მოისმინოთ ლექცია ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისროლისა და ამოცანების შესახებ;
შეიძინოთ გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში;
გაიუმჯობესოთ მოლაპარაკებისა და საჯაროდ გამოსვლების უნარები;
წარმოაჩინოთ ლიდერის უნარ-ჩვევები;
მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება.

ძირითადი მოთხოვნები:

ასაკი : 12-დან – 16 წლამდე; 17-25 წლამდე
ინგლისური ენის ფლობა;
ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
ლიდერის თვისებები;

პროექტში მონაწილეობის სრული ღირებულება: 590 ევრო.

აღნიშნულ ღირებულებაში შედის:

ვიზის მოსაკრებელი;
ვიზიტებში მონაწილეობის მიღება;
კვების და საცხოვრებლის ხარჯები (ერთჯერადი კვება);
პროგრამაში მონაწილეობის საერთაშორისო სერთიფიკატი;
საორგანიზაციო ხარჯები

პროგრამის ხანგძლივობა შეადგენს: 5-6 დღე.
პროგრამის განხორციელების დრო: 2014 წლის ნოემბერი.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება მოთხოვნებს და გსურთ პროექტ „ევროსაბჭოს სესიები სტრასბურგში“ ფარგლებში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე კონფენენციებსა და სემინარებშიმონაწილეობა, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა:

პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

გისურვებთ წარმატებებს!

  • Print

გახდი წარმატებული ჩვენთან ერთად!

შეარჩიეთ სასურველი პროგრამა , გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
და დაიწყეთ გზა წარმატებისკენ!

დარეგისტრირდი დღესვე!

შემოგვიერთდი

© 2013 LLC ELCml International

Created By CIRCLE