/ ინგლისური ენის კურსი

შეისწავლე, გაიუმჯობესე საკომუნიკაციო ენა და მიიღე Oxford House College-ში სწავლის შანსი!

ELCml-ი Oxford House College-თან პარტნიორობით გაძლევთ შანსს გაიაროთ ზოგადი ინგლისური ენის კურსი და უმოკლეს დროში აიმაღლოთ ინგლისური ენის ცოდნის დონე. კურსი შემუშავებულია სპეციალურ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, რომელიც დაეხმარება მსმენელებს ეფექტურად შეძლონ კომუნიკაციის დამყარება ინგლისურ ენაზე ფორმალურ, თუ არაფორმალურ გარემოში. სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ ინგლისურ ენაზე, რაც ხელს უწყობს მსმენელების საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარებას.

წარმატებული კურსდამთავრებულები, სპეციალური გამოცდისა და ტესტირების შედეგად მიიღებენ დაფინანსებას Oxford House College-ში სწავლის გასაგრძელებლად!

კურსის სწავლების მეთოდები:
შემუშავებული პროგრამა ეყრდნობა ინგლისური ენის შესწავლის ყველაზე ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდიკას, რომელიც მოიცავს ოთხივე ენობრივი ასპექტის (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) განვითარებასა და ჩამოყალიბებას. პროგრამის ფარგლებში შემუშავებული მეთოდოლოგია უზრუნველყობს მსმენელების თანაბარ ჩართულობას სწავლის პროცესში და შესწავლილი მასალის პრაქტიკულ გამოყენებას. კურსის ფარგლებში მეცადინეობები ტარდება აუდიო/ვიდეო ტექნიკის, თეორიული და პრაქტიკული მასალების, ტესტების და სხვადასხვა სავარჯიშოების გამოყენებით.

მეცადინეობის ხანგრძლივობა: 3 თვე (24 გაკვეთილი, 36 საათი).

ჯგუფი დაკომპლექტებული იქნება ინგლისური ენის ცოდნის დონისა და ასაკის მიხედვით.
ჯგუფში მსმენელის რაოდენობა: 8-10 სტუდენტი.

კურსის ღირებულება თვეში შეადგენს 60 ლარს. ღირებულებაში შედის ორენოვანი სერთიფიკატის ხარჯები.

აპლიკაციის მიღება მიმდინარეობს!
კურსზე რეგისტრაციისათვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

ტრეინინგ-ცენტრი ELCML გისურვებთ წარმატებებს კარიერაში !

  • Print

გახდი წარმატებული ჩვენთან ერთად!

შეარჩიეთ სასურველი პროგრამა , გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
და დაიწყეთ გზა წარმატებისკენ!

დარეგისტრირდი დღესვე!

შემოგვიერთდი

© 2013 LLC ELCml International

Created By CIRCLE