/ საქართველოს დღეები ფლორენციაში

2014 წლის ივლისს ქ.ფლორეციაში "საქართველოს დღეები" გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება იმართება საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის მიერ იუნესკოს და "რომუალდო დელ ბიანკოს" ფონდთან პარტნიორობით.

"საქართველოს დღეები" 27 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათლით გაიმართება და მოიცავს კულტურულ-საგამანათლებლო ღონისძიებებეს, კერძოდ სამეცნიერო კონფერენციას, ქართული სამოსისა და სამზარეულოს გამოფენას, ოფიციალურ შეხვედრებს ფლორენციის მმართველ ორგანოებში, ადგილობრივ პოლიტიკოსებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

პროექტში მონაწილეობის კანდიდატებს შეარჩევს "რომუნალდო დელ ბიანკოს ფონდის" და საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის წარმომადგენლები.

შერჩევის კრიტერიუმები:

1. ასაკობრივი ზღვარი: 16-28 წელი;

2. ინგლისური ენის ცონდა (მინიმუმ საკომუნიკაციო დონეზე);

3. აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩართულობა არასამთავრობო სექტორში, სტუდენტურ გაერთიანებებში, ახალგაზდულ კლუბებში და ა.შ);

შერჩევის შემთხვევაში ყველა კანდიდატმა უნდა მიიღოს მონაწილეობა წინამოსამზადებელ სამუშაობში (მომზადება საკონფერენციო გამოსვლების, ოფიციალური შეხვდრების მიზნით).

"რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის" და აკადემიის კრიტერიუმების გათვალისწინებით მხოლოდ მაღალი მოტივაციის კანდიდატები შეირჩევიან პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

  • Print

გახდი წარმატებული ჩვენთან ერთად!

შეარჩიეთ სასურველი პროგრამა , გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
და დაიწყეთ გზა წარმატებისკენ!

დარეგისტრირდი დღესვე!

შემოგვიერთდი

© 2013 LLC ELCml International

Created By CIRCLE