/ ლონდონის გაეროს მოდელირება

გაეროს მოდელირების პროგრამა 2015 წლის მარტის თვეში ლონდონში გაიმართება!

ა(ა)იპ „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“, რომელსაც არაერთი საერთაშორისო პროექტი და კულტურულ–საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა აქვს განხორციელებული ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში, წარმატებული კარიერის შექმნის უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ.

არასამთავრობო ორგანიზაციის ძირითადი პრიოროტეტია პერსპექტიული, ნიჭიერი, მიზანდასახული და შესაბამისი უნარის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში წარმოჩენა და ხელის შეწყობა.

პროგრამაში მონაწილეობა გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ საერთაშორისო პროექტის მონაწილე, რომლის მიზანია ახალგაზრდა ლიდერების წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე. 

საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა გაძლევთ შესაძლებლობას:
• გაიღრმავოთ ცოდნა;
• შეიძინოთ გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში;
• გაიუმჯობესოთ მოლაპარაკებისა და საჯაროდ გამოსვლების უნარები;
• წარმოაჩინოთ ლიდერის უნარ-ჩვევები;
• გაიცნოთ გაერო–ს მუშაობის მეთოდები და პრინციპები;
• გაიცნოთ ახალგაზრდა ლიდერები მთელი მსოფლიოდან.

ძირითადი მოთხოვნები:
• ასაკი : 16-დან – 25 წლამდე;
• ინგლისური ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე;
• ორატორული ნიჭი და დისკუსიის წარმართვის უნარი;
• ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;

პროექტში მონაწილეობის ხარჯები შეადგენს: 650 ფუნტი.

პროექტის ხანგრძლივობა: 7-8 დღე (მგზავრობის ჩათვლით)

აღნიშნულ ხარჯებში შედის:

ვიზის მოსაკრებელი და დაზღვევა;
მოსამზადებელი ტრენინგები; კონსულტაციები
ცხოვრება ინგლისში;
პროგრამაში მონაწილეობის საერთაშორისო სერთიფიკატი;
ლონდონის ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება;
საორგანიზაციო ხარჯები.

აღნიშნულ ხარჯებში არ შედის ავიაბილეთის საფასური.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება მოთხოვნებს და გსურთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოდელირების 2015 წლის პროგრამაში მონაწილეობა, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს ეტაპების გავლას. აპლიკაციის განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 20 ნოემბერი, 2014 წ.

პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. 

საქართველოს დელეგაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოდელირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ა(ა)იპ „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ ხელმძღვანელობით გაემგზავრება.

ტრეინინგ-ცენტრი ELCML გისურვებთ წარმატებებს კარიერაში ! 

  • Print

გახდი წარმატებული ჩვენთან ერთად!

შეარჩიეთ სასურველი პროგრამა , გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
და დაიწყეთ გზა წარმატებისკენ!

დარეგისტრირდი დღესვე!

შემოგვიერთდი

© 2013 LLC ELCml International

Created By CIRCLE