/ ახალგაზრდული ასამბლეა გაეროში

"ახალგაზრდული ასამბლეა გაეროში, ნიუ-იორკი"


წარმატებულ დელეგატებს არასამთავრობო ორგანიზაცია პროგრამის ხარჯების 30% დაუფინანსებს.
ა(ა)იპ ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის” წარმატებული კარიერის შექმნის კიდევ ერთ უნიკალურ შესაძლებლაბას გაძლევთ.
არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე ხუთი წელია საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდების მონაწილეობით წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.
2015 წლის თებერვლალში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველაზე წარმატებული ღონისძიება - ,,ახალგაზრდული ასამბლეა გაერო-ში“ გაიმართება, რომლის მონაწილე თქვენც გახდებით.
საქართველოს დელეგაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალგაზრდულ ასამბლეაზე ა(ა)იპ „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ ხელმძღვანელობით გაემგზავრება. საქართელოდან წარდგენილი მოსწავლე-ახალგაზრდები, გაერო-ს სესიებზე დელეგატების სტატუსით მიიღებენ მონაწილეობას.
ორგანიზაციის საქმიანობის ერთერთი ძირითადი მიმართულებაა პერსპექტიული, ნიჭიერი, მიზანდასახული და შესაბამისი უნარის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაშიწარმოჩენა და ხელის შეწყობა.

საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა გაძლევთ შესაძლებლობას:

◄ გაიღრმავოთ ცოდნა და შეიძინოთ გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში;
◄ გაიუმჯობესოთ მოლაპარაკებისა და საჯაროდ გამოსვლების უნარები;
◄ გაიცნოთ გაერო-ს სტრუქტურას;
◄გაიცნოთ გაერო–ს მუშაობის მეთოდები და პრინციპები;
◄ მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება;
◄ გაიცნოთ და დაამყაროთ კონტაქტი გაერო-ს წევრი სახელმწიფოების ახალგაზრდა ლიდერებებთან.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიყევით ბმულს:

გისურვებთ წარმატებებს!

  • Print

გახდი წარმატებული ჩვენთან ერთად!

შეარჩიეთ სასურველი პროგრამა , გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
და დაიწყეთ გზა წარმატებისკენ!

დარეგისტრირდი დღესვე!

შემოგვიერთდი

© 2013 LLC ELCml International

Created By CIRCLE